PhotoPrintingMadeSimple
uploaded today   /   delivered tomorrow   /   uploaded today   /   delivered tomorrow   /   

Receive your artwork at home

პრემიუმ ხარისხის ბეჭდვა პროფესიონალებისთვის

ჩვენ ვიყენებთ Fujifilm Frontier DX400W-ის ახალი თაობის მშრალ მინილაბს:

  • 6-ფერიანი მელნის სისტემა (Sky Blue & Pink): კანის ბუნებრივი, რეალისტური ტონები, იდეალური შავ-თეთრი გრადიენტები და რბილი გადასვლები — სპეციალურად ფოტოგრაფების მაღალი სტანდარტებისთვის.
  • მაღალი გარჩევადობა და ხარისხი: 1440 × 720 dpi რეზოლუცია უზრუნველყოფს თითოეული დეტალის კრისტალურ სიმკვეთრეს პრიალა (Glossy) და მქრქალ (Luster) პრემიუმ ქაღალდებზე.
  • მაღალი სიჩქარე და პროდუქტიულობა: 10 × 15 სმ ფოტო მზადდება სულ რაღაც 9.4 წამში, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ შეკვეთას უმოკლეს დროში ჩაგაბარებთ.
  • მოქნილი ფორმატები: პანორამული ბეჭდვა 1 მეტრამდე და ორმხრივი (Duplex) ბეჭდვა უმაღლესი ხარისხის ფოტოალბომების, კალენდრებისა და მისალოცი ბარათებისთვის.
  • საუკუნოვანი გამძლეობა და ეკო-ტექნოლოგია: Fujifilm-ის ინოვაციური მშრალი ბეჭდვა ქიმიკატების გარეშე, რაც იცავს გარემოს, ხოლო თქვენს ფოტოებს ათწლეულების განმავლობაში უნარჩუნებს პირვანდელ სიცოცხლეს.

About the studio

glitch room-ის იდეის ავტორები არიან ნატუტა ბაგრატიონი და ელენე კობიძე.

glitch room-ის შექმნის იდეა გაჩნდა სურვილიდან, ხელშესახებად დავკავშირებოდით მატერიალურ სამყაროს, რომელიც ასე სწრაფად იცვლება ციფრულით. ჩვენი ონლაინ სერვისი თავისუფალია ზედმეტი ნაბიჯებისა და დამღლელი კომუნიკაციისგან — პროცესს მაქსიმალურად ვამარტივებთ, რათა თქვენი კადრები არ დაიკარგოს ტელეფონის არქივებსა თუ ონლაინ სივრცეში და ცოცხალ, ფიზიკურ ობიექტებად გარდაიქმნას.

ჩვენთვის დაბეჭდილი ფოტო უბრალო ქაღალდი არ არის — ის ნივთიერი მეხსიერებაა: ობიექტი, რომლის შეხება, ჩარჩოში ჩასმა, ჩუქება და კედელზე დაკიდება შეიძლება.

ფოტოების ბეჭდვასთან ერთად, ჩვენი განსაკუთრებული გატაცებაა რიზოგრაფია (Risograph) — ბეჭდვის ეკოლოგიური და ტრაფარეტული ტექნიკა. შაბლონური მეთოდებისა და ბრინჯის ქაღალდის ოსტატური გამოყენებით, რიზოგრაფია თითოეულ პრინტს, ზინსა თუ პოსტერს უნიკალურ ფერებს, ცოცხალ ექსპრესიასა და გამორჩეულ ესთეტიკას ანიჭებს.

ჩვენი ფიზიკური სტუდია მდებარეობს ისანში, Elektrowerk-ის ტერიტორიაზე — ახალ შემოქმედებით სივრცეში, სადაც დღეს მრავალი სახელოვნებო სივრცე და სტუდია იყრის თავს. გვჯერა, რომ ეს სივრცე ხელს შეუწყობს ადგილობრივ განვითარებას და ამ ტერიტორიაზე კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი მოხდება.

Services

Photo printing

ნახე ფოტო ბეჭდვა და ატვირთე ფოტოები →

Upload photos, adjust framing and rotation, and choose your print size and glossy or matte finish.

Riso printing

Explore Riso + upload artwork →

Riso printing for small runs and independent publications.

Home delivery

Have your printed photos delivered to your home, or choose collection from our Isani studio.

Contact us

2 Beri Gabriel Salosi I Turn, Tbilisi

Find us on google maps ↗

Glitchroomtbilisi@gmail.com
Opens a new email in Gmail.

Shop

Coming soon.